Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

დავასრულეთ ტრენინგი;ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება.                       ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. გავიგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები როგორ განვავითარო მოსწავლეებში.  გავიგე თანამედროვე მიდგომები პროექტებზე. ვისწავლე პორთფოლიოს ატვირთვა გუგლი-დრაივში და გამოქვეყება-ბმულის სახით,რასაც ნახავენ სხვები დათვალიერების რეჟიმში .გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მომეწონა ბევრის პროექტი.პროექტის პორთფოლიოზე უკუკავშირი მივიღე და გავეცი. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო,რადგან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში .ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.                             დიდი მადლობა საუკეთესო ტრენერს დიმიტრი პოპოვს ასეთი საინტერესო დღეებისთვის.

ჩემი პროექტის პორთფოლიო

ჩემი საქაღალდის ბმული

მერვე დღე

დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას. რაც საშუალებას მომცემს მაქსიმალურად წარმოვაჩინო თვითეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, რომ გავაუმჯობესო სწავლა-სწავლების პროცესი,  მივიღო უ კეთესი შედეგი, ხოლო მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია და თვითშეფასება.შევავსე დიფერენცირებული სწავლების გეგმა.მოვამზადე მოსწავლის დამხმარე, რაც დამეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან სამუშაოდ. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს შევქმნა საკუთარი პორთფოლიო. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან მე დავინახე ჩემს მიერ შექმნილი საბოლოო პროდუქტი.

მეშვიდე დღე

ვისწავლე და შევქმენი მოსწავლეთ ნაშრომის შეფასების რუბრიკა.  დავასრულე პროექტის გეგმაში პროცედურების გაწერა და გადავხედე პროექტის გეგმა.                                         

მეექვსე დღე

 ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე                                                                                  დავგეგმე და შევაფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი                                                                მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი                                                    სასწავლოპროექტის გეგმის გადახედვა             

დღე მეხუთე

მასწავლებლის პორთფოლიოს დასრულება და ბლოკზე ატვირთვა                                            21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული                                                                                                                                       სამართლებრივი დაეთიკური პრაქტიკის მოდელირება სწავლება                                            ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.   ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან                         ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება.

ჩემი პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია

დღე მეოთხე

შეფასების სხვადასხვა მეთოდის და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.მოვარგე ჩემს პროექტს.გავეცანით განმავითარებელ განმსაზღვრელშეფასებებს. ბლოგზე ავტვირთე პრეზენტაციის მოკლე შინაარსი.

დღე მესამე

შევარჩიე სტანდარტები და ინდიკატორები.შევარჩიე მიზნები ,გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.გამოვიყენე უნარ-ჩვევებისსაკვანძო სიტყვები.ამ ყველაფერს გამოვიყენებ პრაქტიკაში.

დღე მეორე

დღევანდელი დღე დავიწყეთ პროექტის მოთხოვნების გაცნობით.გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები რაც ძალიან მომეწონა დაგადავწყვიტე გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში.