დავასრულეთ ტრენინგი;ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება. ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. გავიგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები როგორ განვავითარო მოსწავლეებში. გავიგე თანამედროვე მიდგომები პროექტებზე. ვისწავლე პორთფოლიოს ატვირთვა გუგლი-დრაივში და გამოქვეყება-ბმულის სახით,რასაც ნახავენ სხვები დათვალიერების რეჟიმში .გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მომეწონა ბევრის პროექტი.პროექტის პორთფოლიოზე უკუკავშირი მივიღე და გავეცი. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო,რადგან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში .ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს. დიდი მადლობა საუკეთესო ტრენერს დიმიტრი პოპოვს ასეთი საინტერესო დღეებისთვის.
შეფასება მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტში, მის საფუძველზე ვახორციელებთ პროექტში ცვლილებებს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, ვახდენთ დიფერენცირებას, ამასთან მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს დიფერენცირების პროცესი წინასწარ, რომ პროექტის განხორციელებისას იგი იყოს ფასილიტატორი.
ReplyDelete